Общее·количество·просмотров·страницы
среда, 9 мая 2012 г.
ყველაზე დიდი ყვავილი
ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში Rafflesia arnoldii (გახრწნილი ლილია) სინამდვილეში პარაზიტია. იგი მთლიანად დამოკიდებულია თავის მასპინძელ ვაზზე Tetrastigma vine და იყენებს მის ფესვებს, ღეროს და ფქლოროფილიან ფოთლებს.
1800 წელს სუმატრის ბრიტანელი გუბერნატორი სერ თომას სტემფორდ რაფლესი, დაინტერესებული მცენარეთა და ცხოველთა ახალი სახეობების მოძიებით, ერთ–ერთი ექსპედიციის დროს წააწყდა აუტანელი სუნის მქონე თეთრ ხორკლებიან უზარმაზარ წითელ „ყვავილს“.
Rafflesia arnoldii |
მიხაკი (Dianthus) — ერთ და მრავალწლოვან, ძალზე იშვიათად ბუჩქბალახოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ხშირად სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილედად შეკრებილი, მეწამული, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები აქვს. აერთიანებს 300-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში (ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში), აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 21 სახეობა გვხვდება. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველის, ნახევარუდაბნოს, ტყის, სუბალპურსა და ალპურ სარტყელებში. მიხაკს, როგორც ლამაზად მოყვავილე დეკორატიულ მცენარეს, იყენებენ დეკორატიულ სამრეწველო მეყვავილეობაში. ფორმებისა და ჯიშების სიუხვით, ყვავილის სილამაზით გამოირჩევა ბაღის მიხაკი. მისი ზოგიერთი ფორმა — შაბო, გრენადინი და მარგარიტა საქართველოში მოჰყავთ, როგორც მრავალწლოვანი მცენარე. კულტურაში გავრცელებულია ამერიკული ანუ კეთილშობილი მიხაკი, ჩინური მიხაკი, თურქული მიხაკი, ფრთისყვავილა მიხაკი და სხვა, რომელთაც მრავალი საბაღო ფორმა და ჯიში აქვთ და საქართველოში ადგილობრივი გრუნტის მეყვავილეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მიხაკის წითელი ყვავილი ტრადიციულად მიღებულია რევოლუციის სიმბოლოდ. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სამელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში.
ამარილისი (Amaryllis), ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ამარილისებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობა — Amaryllis belladonna, რომელსაც დიდრონი, ზანზალაკისებრი, თეთრი ან ფერადი სურნელოვანი ყვავილები აქვს, გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში. მოჰყავთ ორანჟერეებში, სამხრეთში კი — ღია გრუნტშიც. არსებობს აგრეთვე ბაღისა და ჰიბრიდული ფორმები. დეკორატიულ მებაღეობაში ამარილისს უწოდებენ ჰიპეასტრუმსაც, რომელიც იმავე ოჯახს ეკუთვნის.
ქრიზანთემა (ლათ. Chrysanthemum) — ერთ და მრავაწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 - 150 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედად, ნაყოფი თესლურაა. ქრიზანთემის 180 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში ველურად არსად არ არის. ბევრი სახეობა გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. მეყვავილეობის პრაქტიკაში მათ ყოფენ დიდყვავილა და წვრილყვავილა ქრიზანთემებად. ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და აზიის სხვა ქვეყნებში ქრიზანთემის ღეროს, ფოთოლსა და ყვავილედს იყენებენ საჭმელად, როგორც ბოსტნეულს. შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში ღია გრუნტის მცენარეა. ქრიზანთემა მრავლდება თესლით (უმთავრესად სასელექციო დანიშნულებით) და ვეგეტატიურად.
შავი ვარდი
ისინი ძალიან იშვიათი და ძალიან ლამაზია, მაგრამ აქვს ცინიკური და დაფარული საიდუმლო. . .
ადამიანი დარჩება გულნატკენი თუ მათ შემთხვევით ან საჩუქრად მივართმევთ ამ
ვარდს. ცხოვრებაში ტრაგედიის სიმბოლო ყოველთვის იყო შავი ფერი და არც არის
გასაკვირი, რომ შავმა ვარდებმა ვერ მოიპოვა რეპუტაცია, როგორც ვარდი,
რომელიც ნიშნავს რაღაც მწუხარებას ან უბედურებას.
ვარდები დაახლოებით
ათასი წელია არსებობენ, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ მხოლოდ
ვიქტორიანული ხანის დროს კონკრეტული მნიშვნელობა და დამატებითი ნიუანსები
აქვს დათმობილი სხვადასხვა ფერის ვარდებს.
ტიტა-შროშანისებრთა ოჯახის ამ საუცხოო წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე სახეობას ითვლის. ტიტის სამშობლო შუა აზიაა. იქ XII საუკუნიდან გამოჰყავდათ მისი სხვადასხვა სახეობა. XVI საუკუნეში კი ტიტამ დასავლეთ ევროპა დაიპყრო და სელექციონერთა ყურადღება დაიმსახურა. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლით ვტკბებით. კაშკაშა ფერის ტიტები ბაღს სადღესასწაულო განწყობას სძენენ. მათი მშვენებით შეგვიძლია ადრე გაზაფხული-დან ზაფხულის დამდეგამდე ვისიამოვნოთ. დეკორატორების აზრით, უმჯობესია, იშვიათი ჯიშები ბილიკთან ახლოს დავრგოთ, რათა ადვილი შესამჩნევი იყოს და სხვებში არ აგვერიოს, კარგად ნაცნობი ტიტა კი `მასაშიც~ შეიძლება მოვაქციოთ.
"ორქიდეა" _ ტროპიკული და სუბტროპიკული ბალახოვანი მცენარე, აქვს ორიგინალური ფორმის ყვავილები, უპირატესად სურნელოვანი" _ განმარტებულია უცხო სიტყვათა ლექსიკონში. იგი ცნობილია განსაკუთრებული სილამაზით და პრეტენზიულობით. ორქიდეა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გვაძლევს მისი ყვავილით ტკბობის შესაძლებლობას.
მისი მოვლის წესებზე ყვავილების მაღაზია _ "ევრო ეზოს" წარმომადგენელი, თინათინ ხალვაში გვესაუბრა:
"ორქიდეა საკმაოდ სათუთი ყვავილია, სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი _ სპეციალური ანათალი, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. განსაკუთრებული მიწა მას სუნთქვისთვის სჭირდება _ დროულად შრება და ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს. იგი სპეციალურ გამჭვირვალე ქოთანში უნდა დავრგოთ, რომელსაც ძირი გახვრეტილი და გვერდები დასერილი ექნება, მორწყვის დროს ნიადაგი კარგად რომ გაიჟღინთოს. ორქიდეა საჭიროებს განსაკუთრებულ მორწყვას _ ქოთნით უნდა ჩადგათ თასში, რომელშიც თბილი წყალი ასხია. ქოთანში წყალი პირამდე უნდა ამოვიდეს. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთით, სანამ წყალს შეიწოვს, შემდეგ ამოიღეთ, დაწრიტეთ და სპეციალურ სადგამზე ან თაროზე მოათავსეთ. იშვიათად უნდა მორწყოთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამოშრება, ზედმეტმა ნესტმა შეიძლება ფესვი დაალპოს.
ორქიდეას ფოთლების დანამვაც უყვარს, მაგრამ წყლის წვეთი ყვავილზე არ უნდა მოხვდეს, რადგან ლაქა დააჩნდება. თუმცა, ბათუმში ნესტიანი ჰავის გამო დანამვა აუცილებელი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით _ აუცილებელია.
ორქიდეას გასამრავლებლად ახალი ამონაყარი უნდა გააცალკევოთ და გადარგოთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ფოთლით ან ტოტით არ მრავლდება. სასურველია ყვავილს 2-3 წელიწადში ერთხელ გამოუცვალოთ ნიადაგი.
რაც შეეხება სასუქს, არსებობს სპეციალური თხევადი სასუქები ორქიდეასთვის, მათი შეძენა ყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე სასუქის მიცემა არ შეიძლება, არც ტოტის მოჭრა. სასუქიც იმავე მეთოდით უნდა მივაწოდოთ, როგორც წყალი.
ორქიდეას არ უყვარს, როცა მზის სხივები პირდაპირ ხვდება, ამიტომ იგი მზეს უნდა მოვარიდოთ".
среда, 25 апреля 2012 г.
ია (Viola), მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები,
იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი
წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება კლეისტოგამური ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს ამფიკარპია. ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს ენდემია.
საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ
მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი (Viola alba)
სარეველაც არის. ია დეკორატიული მცენარე (იაჟუჟუნა — Viola tricolor და სხვა), ზოგს (სერნელოვანი ია — Viola odorata) პარფიუმერიაში იყენებენ.
იასამანი (Syringa), მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა
ოჯახისა. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-დე სახეობა.
გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში.
კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური
იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა.
მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია. მუქი მწვანე
წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან
იისფერი ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს
ადრე გაზაფხულზე, ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და
ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს
ლანცეტისებრი ფოთოლი. გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს ზამთარს. მრავლდება
უმთავრესად ვეგეტატიურად. უნგრული იასამანი სიმაღლით 3-4 მ-იანი ბუჩქია.
აქვს ელიფსური ფოთოლი, წვრილი ყვავილი ლილისფერია ან იისფერი. მრავლდება
თესლითა და კალმით. გვალვაგამძლეა, კარგად იტანს ზამთრის პირობებსაც.
ჩინური იასამანი ჩვეულებრივი და სპარსული იასამანის ჰიბრიდია. მრავლდება
ვეგეტატიურად. იასამანი კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.
პარფიუმერიაში იყენებენ იასამნის ყვავილოს ექსტრატს, სადურგლო საქმეში - მერქანს.
საკურა (იაპონური კანჯით და ჩინური დამწერლობით: 桜 ან 櫻; კატაკანა: サクラ; ჰირაგანა: さくら) იაპონური სახელი დეკორატიული ალუბლის ხისა, ლათ. Prunus serrulata, და მისი ყვავილების. საკუთრივ ნაყოფი ალუბალი .მიიღება განსხვავებული ჯიშის საკურასგან. საკურა ასევე არის საკუთარი სახელი.
ყვავილობს გაზაფხულზე; ყვავილების შეფერილობა გრადირებს: მკვეთრი-ვარდისფერიდან თეთრამდე. საკურას ნაყოფი, დამარილებული ფოთლები და ყვავილები გამოიყენება საკვებ პროდუქტებში.
საკურა — ძველთაგანვე პატივცემული იაპონელების მიერ, იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.
27 მარტს, დაწყებული ჰეისეის მეოთხე წლიდან (1992) საზოგადოებრივი ორგანიზაცია «იაპონური საკურის საზოგადოების» მიერ შემოღებულია საკურას ყვავილობის დღესასწაული.
ყვავილობს გაზაფხულზე; ყვავილების შეფერილობა გრადირებს: მკვეთრი-ვარდისფერიდან თეთრამდე. საკურას ნაყოფი, დამარილებული ფოთლები და ყვავილები გამოიყენება საკვებ პროდუქტებში.
საკურა — ძველთაგანვე პატივცემული იაპონელების მიერ, იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.
27 მარტს, დაწყებული ჰეისეის მეოთხე წლიდან (1992) საზოგადოებრივი ორგანიზაცია «იაპონური საკურის საზოგადოების» მიერ შემოღებულია საკურას ყვავილობის დღესასწაული.
ჩამონათვალში არ არის ყველა სახეობა, რამდენადაც თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი აზრი , შესაბამისად თითოეულ ყვავილს ჰყავს თავისი შემფასებელი და მკითხველი. ჩამონათვალში კი შეიგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე პოპულარულ ყვავილებს…
Подписаться на:
Сообщения (Atom)