ტიტა-შროშანისებრთა ოჯახის ამ საუცხოო წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე
სახეობას ითვლის. ტიტის სამშობლო შუა აზიაა. იქ XII საუკუნიდან გამოჰყავდათ
მისი სხვადასხვა სახეობა. XVI საუკუნეში კი ტიტამ დასავლეთ ევროპა დაიპყრო
და სელექციონერთა ყურადღება დაიმსახურა. სწორედ მათი დაუღალავი შრომის
შედეგია, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლით
ვტკბებით. კაშკაშა ფერის ტიტები ბაღს სადღესასწაულო განწყობას სძენენ. მათი
მშვენებით შეგვიძლია ადრე გაზაფხული-დან ზაფხულის დამდეგამდე ვისიამოვნოთ.
დეკორატორების აზრით, უმჯობესია, იშვიათი ჯიშები ბილიკთან ახლოს დავრგოთ,
რათა ადვილი შესამჩნევი იყოს და სხვებში არ აგვერიოს, კარგად ნაცნობი ტიტა
კი `მასაშიც~ შეიძლება მოვაქციოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий