ყვავილების ფესტივალი ყვავილების
ფესტივალი ანუ ,,ვარდობისთვე თბილისში” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
საგანგებოდ ემთხვევა და დღესასწაულს უფრო სანახაობრივს და დასამახსოვრებელს
ხდის. ფესტივალი ძველი თბილისური ტრადიციის გამოძახილია და უკვე ოთხი
წალიწადია ფლორის მოყვარულებს ახარებს. ერთდღიანი ფესტივალის
მსვლელობისას სიონის სკვერსა და შარდენზე თავს იწონებენ სხვადასხვა ჯიშის
უიშვიათესი ყვავილები და მცენარეები. წითელი, ყვითელი, ხავერდოვანი
მეწამული, მელნისფერი, ვარდისფერი თუ ლურჯი ფუქსიები, ბეგონიები,
პეტუნიები, ვარდები ირგვილივ თავბრუდამხვევ ფერთა გამას წარმოშობენ. მათ
შორის კი მარადმწვანე დეკორატიული ფიჭვები თუ ნაძვები, ულამაზესი
კაქტუსები იცქირებიან. თბილისის უძველესი და კოლორიტული უბანი ყვავილების
მრავალფეროვან პალიტრაში იძირება ყოველწლიურად. ,,ყვავილების ფესტივალი
2009’’ მშვიდობის თემას მიეძღვნა. ღონისძიებას, ტრადიციულად, სიონის
სკვერმა უმასპინძლა. ცნობილმა ფლორისტებმა თბილისელებს კიდევ ერთი
დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. მთელი დღის მანძილზე სიონის სკვერი და
მიმდებარე ტერიტორია ულამაზესი ყვავილების მორევში იყო ჩაფლული.
Комментариев нет:
Отправить комментарий