ია (Viola), მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები,
იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი
წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება კლეისტოგამური ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს ამფიკარპია. ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს ენდემია.
საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ
მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი (Viola alba)
სარეველაც არის. ია დეკორატიული მცენარე (იაჟუჟუნა — Viola tricolor და სხვა), ზოგს (სერნელოვანი ია — Viola odorata) პარფიუმერიაში იყენებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий