Общее·количество·просмотров·страницы

среда, 9 мая 2012 г.

                                                                                                 ყვვილების სტვალი                                                                                                                        ყვავილების ფესტივალი ანუ ,,ვარდობისთვე თბილისში” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საგანგებოდ ემთხვევა და დღესასწაულს უფრო სანახაობრივს და დასამახსოვრებელს ხდის. ფესტივალი ძველი თბილისური ტრადიციის გამოძახილია და უკვე ოთხი წალიწადია ფლორის მოყვარულებს ახარებს.
ერთდღიანი ფესტივალის მსვლელობისას სიონის სკვერსა და შარდენზე თავს იწონებენ სხვადასხვა ჯიშის უიშვიათესი ყვავილები და მცენარეები. წითელი, ყვითელი, ხავერდოვანი მეწამული, მელნისფერი, ვარდისფერი თუ ლურჯი ფუქსიები, ბეგონიები, პეტუნიები, ვარდები ირგვილივ თავბრუდამხვევ ფერთა გამას წარმოშობენ. მათ შორის კი მარადმწვანე დეკორატიული  ფიჭვები თუ ნაძვები, ულამაზესი კაქტუსები იცქირებიან. თბილისის უძველესი და კოლორიტული უბანი ყვავილების მრავალფეროვან პალიტრაში იძირება ყოველწლიურად.
,,ყვავილების ფესტივალი 2009’’ მშვიდობის თემას მიეძღვნა. ღონისძიებას, ტრადიციულად, სიონის სკვერმა უმასპინძლა. ცნობილმა ფლორისტებმა თბილისელებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. მთელი დღის მანძილზე სიონის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია ულამაზესი ყვავილების მორევში იყო ჩაფლული.

ყველაზე დიდი ყვავილი

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში Rafflesia arnoldii (გახრწნილი ლილია) სინამდვილეში პარაზიტია.  იგი მთლიანად დამოკიდებულია თავის მასპინძელ ვაზზე  Tetrastigma vine და იყენებს მის ფესვებს, ღეროს და ფქლოროფილიან ფოთლებს.

1800 წელს სუმატრის ბრიტანელი გუბერნატორი სერ თომას სტემფორდ რაფლესი, დაინტერესებული მცენარეთა და ცხოველთა ახალი სახეობების მოძიებით, ერთ–ერთი ექსპედიციის დროს წააწყდა აუტანელი სუნის მქონე თეთრ ხორკლებიან უზარმაზარ წითელ „ყვავილს“.

Rafflesia arnoldii

მიხაკი (Dianthus)ერთ და მრავალწლოვან, ძალზე იშვიათად ბუჩქბალახოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ხშირად სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილედად შეკრებილი, მეწამული, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები აქვს. აერთიანებს 300-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში (ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში), აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 21 სახეობა გვხვდება. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველის, ნახევარუდაბნოს, ტყის, სუბალპურსა და ალპურ სარტყელებში. მიხაკს, როგორც ლამაზად მოყვავილე დეკორატიულ მცენარეს, იყენებენ დეკორატიულ სამრეწველო მეყვავილეობაში. ფორმებისა და ჯიშების სიუხვით, ყვავილის სილამაზით გამოირჩევა ბაღის მიხაკი. მისი ზოგიერთი ფორმა — შაბო, გრენადინი და მარგარიტა საქართველოში მოჰყავთ, როგორც მრავალწლოვანი მცენარე. კულტურაში გავრცელებულია ამერიკული ანუ კეთილშობილი მიხაკი, ჩინური მიხაკი, თურქული მიხაკი, ფრთისყვავილა მიხაკი და სხვა, რომელთაც მრავალი საბაღო ფორმა და ჯიში აქვთ და საქართველოში ადგილობრივი გრუნტის მეყვავილეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მიხაკის წითელი ყვავილი ტრადიციულად მიღებულია რევოლუციის სიმბოლოდ. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სამელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში.

ამარილისი (Amaryllis), ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ამარილისებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობა — Amaryllis belladonna, რომელსაც დიდრონი, ზანზალაკისებრი, თეთრი ან ფერადი სურნელოვანი ყვავილები აქვს, გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში. მოჰყავთ ორანჟერეებში, სამხრეთში კი — ღია გრუნტშიც. არსებობს აგრეთვე ბაღისა და ჰიბრიდული ფორმები. დეკორატიულ მებაღეობაში ამარილისს უწოდებენ ჰიპეასტრუმსაც, რომელიც იმავე ოჯახს ეკუთვნის.



ქრიზანთემა (ლათ. Chrysanthemum) — ერთ და მრავაწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 - 150 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედად, ნაყოფი თესლურაა. ქრიზანთემის 180 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში ველურად არსად არ არის. ბევრი სახეობა გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. მეყვავილეობის პრაქტიკაში მათ ყოფენ დიდყვავილა და წვრილყვავილა ქრიზანთემებად. ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და აზიის სხვა ქვეყნებში ქრიზანთემის ღეროს, ფოთოლსა და ყვავილედს იყენებენ საჭმელად, როგორც ბოსტნეულს. შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში ღია გრუნტის მცენარეა. ქრიზანთემა მრავლდება თესლით (უმთავრესად სასელექციო დანიშნულებით) და ვეგეტატიურად.

შავი ვარდი

ისინი ძალიან იშვიათი და ძალიან ლამაზია, მაგრამ აქვს ცინიკური და დაფარული საიდუმლო. . .
ადამიანი დარჩება გულნატკენი თუ მათ შემთხვევით ან საჩუქრად მივართმევთ ამ ვარდს. ცხოვრებაში ტრაგედიის სიმბოლო ყოველთვის იყო შავი ფერი და არც არის გასაკვირი, რომ შავმა ვარდებმა ვერ მოიპოვა რეპუტაცია, როგორც ვარდი, რომელიც ნიშნავს რაღაც მწუხარებას ან უბედურებას.
ვარდები დაახლოებით ათასი წელია არსებობენ, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ მხოლოდ ვიქტორიანული ხანის დროს კონკრეტული მნიშვნელობა და დამატებითი ნიუანსები აქვს დათმობილი სხვადასხვა ფერის ვარდებს.

ტიტა-შროშანისებრთა ოჯახის ამ საუცხოო წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე სახეობას ითვლის. ტიტის სამშობლო შუა აზიაა. იქ XII საუკუნიდან გამოჰყავდათ მისი სხვადასხვა სახეობა. XVI საუკუნეში კი ტიტამ დასავლეთ ევროპა დაიპყრო და სელექციონერთა ყურადღება დაიმსახურა. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლით ვტკბებით. კაშკაშა ფერის ტიტები ბაღს სადღესასწაულო განწყობას სძენენ. მათი მშვენებით შეგვიძლია ადრე გაზაფხული-დან ზაფხულის დამდეგამდე ვისიამოვნოთ. დეკორატორების აზრით, უმჯობესია, იშვიათი ჯიშები ბილიკთან ახლოს დავრგოთ, რათა ადვილი შესამჩნევი იყოს და სხვებში არ აგვერიოს, კარგად ნაცნობი ტიტა კი `მასაშიც~ შეიძლება მოვაქციოთ.