Общее·количество·просмотров·страницы

среда, 25 апреля 2012 г.



ნარცისი, ნარკისე (ლათ. Narcissus, ბერძნ. Νάρκισσος), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მშვენიერი ჭაბუკი, მდინარე კეფისეს ღვთაებისა და ნიმფა ლეირიოპეს ძე. ნარცისზე ლეგენდის მრავალი ვარიანტი არსებობს. ყველაზე პოპულარულია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ გამოყენებული მითი: ჭაბუკმა უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს — ნარცისს ისე შეაყვარეს თავისი გამოსახულება წყალში, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალე კიდეც გარდაიცვალა. ნარცისის სხეული ყვავილად იქცა. გადატანითი მნიშვნელობით — თავის თავზე შეყვარებული ადამიანი.
ია (Viola), მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება კლეისტოგამური ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს ამფიკარპია. ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს ენდემია. საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი (Viola alba) სარეველაც არის. ია დეკორატიული მცენარე (იაჟუჟუნა — Viola tricolor და სხვა), ზოგს (სერნელოვანი ია — Viola odorata) პარფიუმერიაში იყენებენ.
იასამანი (Syringa), მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-დე სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია. მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს ლანცეტისებრი ფოთოლი. გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს ზამთარს. მრავლდება უმთავრესად ვეგეტატიურად. უნგრული იასამანი სიმაღლით 3-4 მ-იანი ბუჩქია. აქვს ელიფსური ფოთოლი, წვრილი ყვავილი ლილისფერია ან იისფერი. მრავლდება თესლითა და კალმით. გვალვაგამძლეა, კარგად იტანს ზამთრის პირობებსაც. ჩინური იასამანი ჩვეულებრივი და სპარსული იასამანის ჰიბრიდია. მრავლდება ვეგეტატიურად. იასამანი კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.

პარფიუმერიაში იყენებენ იასამნის ყვავილოს ექსტრატს, სადურგლო საქმეში - მერქანს.
საკურა (იაპონური კანჯით და ჩინური დამწერლობით: ან; კატაკანა: サクラ; ჰირაგანა: さくら) იაპონური სახელი დეკორატიული ალუბლის ხისა, ლათ. Prunus serrulata, და მისი ყვავილების. საკუთრივ ნაყოფი ალუბალი .მიიღება განსხვავებული ჯიშის საკურასგან. საკურა ასევე არის საკუთარი სახელი.
ყვავილობს გაზაფხულზე; ყვავილების შეფერილობა გრადირებს: მკვეთრი-ვარდისფერიდან თეთრამდე. საკურას ნაყოფი, დამარილებული ფოთლები და ყვავილები გამოიყენება საკვებ პროდუქტებში.
საკურა — ძველთაგანვე პატივცემული იაპონელების მიერ, იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.
27 მარტს, დაწყებული ჰეისეის მეოთხე წლიდან (1992) საზოგადოებრივი ორგანიზაცია «იაპონური საკურის საზოგადოების» მიერ შემოღებულია საკურას ყვავილობის დღესასწაული.
უმეტესობა დამეთანხმება, რომ ყვავილები-ყველაზე მარტივი და ლამაზი საშუალებაა რათა გადმოსცე შენი გრძნობები თუ ემოციები, აუმაღლო გუნება-განწყობილება შენთვის საყვარელ პიროვებებს ასევე საკუთარ თავსაც. ყვავილებით შეგიძლია სიხარული შეიგრძნო, განქარწყლო დეპრესია, ან შეიმსუბუქო დეპრესიით განცდილი სულიერი ტკივილი…
ჩამონათვალში არ არის ყველა სახეობა, რამდენადაც თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი აზრი , შესაბამისად თითოეულ ყვავილს ჰყავს თავისი შემფასებელი და მკითხველი. ჩამონათვალში კი შეიგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე პოპულარულ ყვავილებს…